“ხელი არ გამინძრევია, როდესაც მაკავებდნენ. დამაკავეს, წამიყვანეს და უკვე პარლამენტს რომ გამაცილეს , თავისთვის სამშვიდობო ადგილას რომ გამიყვანეს, ვიღაცას მოუნდა ბეისბოლის თამაში და სახეში ბიტა [ჩამარტყეს] თავიდან სისხლის მოსაწმენდად “ნასკი” მომაწოდეს” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც საპოლიციო ძალები სხვების მსგავსად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
რაც შეეხება 22 წლის ბიჭის მდგომარეობას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მძიმე დაზიანებებით იმყოფება, ახლობლის ინფორმაციით, მდგომარეობა უცვლელია:
“ამ მომენტისთვის ალექსის მდგომარეობა ძველებურად არის. არ არის არც უკუსვლა არც პროგრესი. ველოდებით დროს. მთავარია შეშუპება რაც ჭრილობაშია ჩაცხრეს, რომ ექიმებმა შეძლონ შემდგომი მკურნალობა. რამდენიმე საათში უწევს მორიგი ტომოგრაფიის გადაღება და სრული სურათი გვექნება” ამბობს 22 წლის ალექსის მეგობარი.