“სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს ძალიან მყარი არგუმენტები” – ლომჯარია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი – ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგებს სტრასბურგის სასამართლო ყურადღებით დააკვირდება.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებას ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩაეტარებინათ.

„შეწყალების უფლება ეს არ არის უფლება. ეს არის პროცედურა და ადამიანის უფლებების ჭრილში ვერ განვიხილავთ შეწყალების პროცედურას. თუმცა, რაც შეეხება მისი საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ინტერესით და ყურადღებით, მის აღსრულებას დააკვირდება სტრასბურგი და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარი არგუმენტები,“- ნინო ლომჯარია.

ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხანში დაიწყება.

მერაბიშვილმა საკნიდან გაყვანის შესახებ 2013 წელს განაცხადა, მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა მოკვლევამ ვერაფერი დაადგინა. მოგვიანებით კი გამოძიება ევროსასამართლოს დასკვნის საფუძველზე განახლდა. მერაბიშვილი საკნიდან გაყვანაში ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : მნიშვნელოვანია, არჩევნები წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში
შემდეგი სტატიაზუგდიდში მომხდარზე გამოძიება დაიწყო