სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – კრამონი საქართველოზე

ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოთხი ხუთი წლის წინ, რაც სიტუაციას ძალიან ართულებს. ამ თემაზე მან ონლაინკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას დაეთმო.

“მე ვფიქრობ, სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოთხი ხუთი წლის წინ იყო. ეს სიტუაციას ძალიან ართულებს სიტუაციას საქართველოსთვის ფულის გაგზავნის მიმართულებით, რადგან ჩვენ გვინდა ვიხილოთ გამჭვირვალე და სუფთა პროცესი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომელსაც, თუ გნებავთ ტრადიციული ქართული მეთოდი დაარქვით და ასევე ამას შეიძლება საკუთარი ხალხის ღალატიც დაერქვას. ახლა სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გაგება ჩვენთვის, ვინც ქვეყნის გარეთ ვართ, ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვსურს ძალაუფლების განაწილება პარლამენტში”, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

კონფერენციაში მონაწილეებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და მოუწოდეს მათ, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის, კომპრომისებზე წავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: ხელისუფლება რაუნდების თემებით ფარავს 10 ათასი მოზარდის პრობლემას, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით