სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს დანაშაულში მხილებულმა პირმა გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომლის საფუძველზეც სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ჯამში 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა.

ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში გააყალბა რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა და, ფაქტობრივად, გადაცემული 74 მ3 შეშის ნაცვლად, ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ – 200 მ3მოცულობაზე. ამ გზით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა
შემდეგი სტატიავინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინ გუნდურ პრინციპებს იცავს ვინ არ იცავს შესაძლოა, ამ საკითხებზე მოგვიწიოს მსჯელობა – ანრი ოხანაშვილი