სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა- ნიკა მელია კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!
თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!”- წერს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთ დაპირისპირება- ლგბტქ+ დროშით მყოფ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატია“მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა”