სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა საკითხზე: „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით”.

„მნიშვნელოვანია შევისწავლოთ და შევაფასოთ კოვიდ პანდემიის პირობებში ვალის ზრდის გავლენა ფისკალურ სტაბილურობაზე, როგორი იყო და არის ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ჯგუფის წევრებმა კვლევაში მონაწილე ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მოისმინეს. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტი იქნება საინტერესო დოკუმენტი, რომელიც საფინანსო სფეროში სექტორული კვლევების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის გაზრდის და კომიტეტს და პარლამენტს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

მიმდინარე წლის თებერვალში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეზურნიშვილი. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „საელჩო“ გაიხსნება – რუსული მედია
შემდეგი სტატიადასავლეთის გამო უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლისკენ მიდის – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი