“სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება”- უჩა ნანუაშვილი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. მისი თქმით, მიმდინარე სპეცოპერაციას აკვირდება და მოგვიანებით შეაფასებს.

“ჩვენ დავიწყეთ ამ მოვლენების დაკვირვება, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს, ერთადერთი რაც ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა არის ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მათი უფლებები. სპეცოპერაციის ჩატარებას აქვს თავისი წესი, რომელიც მკაცრად არის კანონით გაწერილი და აუცილებელია, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს, ყველაფერი იქნეს გაკეთებული, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იყოს პირველ რიგში დაცული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯავშანტექნიკა შეიყვანეს
შემდეგი სტატიასუს-ი: მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია