“სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია და ვითარებას სამართალდამცავი ორგანოების ნაცვლად, ბანდფორმირებები აკონტროლებენ” – უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება.
მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია და არსებულ ვითარებას სამართალდამცავი ორგანოების ნაცვლად, ბანდფორმირებები აკონტროლებენ.

„ეს ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუბელიანს გააჩნია ძალიან ბევრი კომპრომატი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც აქვს გადამალული და როცა უნდა მაშინ გამოიყენებს. მთლიანად ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები. არ გვყავს შს სამინისტრო, არ გვყავს პროკურატურა, სამაგიეროდ გვყავს შეიარაღებული ბანდფორმირებები, რომლებიც აკონტროლებენ დღეს ქვეყანას” – აღნიშნავს ზაალ უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცება – დაკავებულ 10 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაუზნეოდ და უნიჭოდ დაგეგმილი სცენარი – ნუკრი ქანთარია გლდანის ციხის ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტის გამოძიებას ითხოვს