15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს აღარ გადაიხდიან

საგადასახადო კოდექში ცვლილებების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება. 

“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. ამავე დროს, ანალოგიური შეღავათი არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილის) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გაააჩნია და საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების დეპუტატები – შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატრამპი: მზად ვარ ირანის ხელმძღვანელობას პირადად შევხვდე