სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საფრთხეების ანალიზი მოხდება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე საფრთხეების ანალიზი მოხდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სხდომა ხვალ დილით პრემიერ-მინისტრთან იმართება და მასში თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს.
“საკითხები მე მგონი ნათელია. უსაფრთხოების ზომებზე და დამატებით ღონისძიებებზე ვისაუბრებთ. საფრთხეების ანალიზი მოხდება, რაც პარტნიორობის რეჟიმში მყოფ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოს შეეხება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებაც მიიღო ინფორმაცია, თუმცა 3 დეკემბრამდე საქართველოში არ იქნება. თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ მას ამ პერიოდში საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში 5 ვიზიტი აქვს დაგეგმილი. სხვა შემთხვევაში თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებდა მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4012 ლარი გახდა