სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ზუსტად 12 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური გამოცხადდა. წიკლაური ამბობს, რომ ის პასუხისმგებელია მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვაზე, რომელსაც ის აუდიოჩანაწერში ამბობს.

“ვადასტურებ, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ხალხის მობილიზების კუთხით. 10 დღის განმავლობაში მე ყოველდღე ვიდექი რუსთავი 2-თან იმიტომ, რომ ვფიქრობ, სიტყვის თავისუფლება ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, მათ შორის, მე. ჩვენი პარტიის რიგებში არიან პედაგოგები, მასწავლებლები, ექიმებიც, სპეცრაზმელები რომლებიც ადრე იყვნენ ისეთივე მოქალაქეები არიან როგორც სხვები”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

დღესვე დაკითხვაზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, დეპუატ გივი თარგამაძეს და თავისუფალი ზონის ხელმძღვანელს კობა ხაბაზს დაკითხვაზე ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, საქართველომ უკრაინას პარტნიორული განმარტება უნდა მოსთხოვოს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია : 2-ჯერ კი არა 22-ჯერ მოვალ, თუ უნდათ