14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა

xr:d:DAFn2OH0Gis:4,j:630899612523345366,t:23070610

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, მას ბრალად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმ საცოდაობას რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება და იმას თუ როგორ ეუფლება რუსეთი მთლიანად ქართული ეკლესიის მმართველ ორგანოს
შემდეგი სტატიათბილისში ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს