სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ წრომის რწმუნებული დავით გოგოლაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციციპალიტეტის სოფელ წრომის რწმუნებული, დავით გოგოლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის პრესსამსახურში ადასტურებენ.

დავით გოგოლაძეს ბრალს სავარაუდოდ კორუფციის მუხლით წაუყენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გოგოლაძის დაკავების დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით, საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშირას „უჩალიჩებს“ ივანიშვილი კალაძეს
შემდეგი სტატია“ასეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით თქვენს მტრად ” – ბესელია რუსთავი 2-ს მიმართავს