10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობისთვის საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

xr:d:DAFn2OH0Gis:4,j:630899612523345366,t:23070610

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობისთვის საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს – ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა

“საჯარო მოხელე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობისა და სხვადასხვა უწყებებში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემატურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები, შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ” – განაცხადეს სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობის დიპლომის დაკარგვის გახმაურებას არ ვაპირებდით
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში