15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური
ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან
ქარცივაძე წარუდგინა.

გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ
საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას
დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების
დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა,
შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით
შემდეგი სტატიადააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწია და 10 000 ლარის ნივთები მოიპარა