სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2018 15:50

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: იოსებ გოგაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი აშშ-ის
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს,
კონგრესმენ დევინ ნუნესს და ამავე კომიტეტის წევრ კონგრესმენ რიკ
კროუფორდის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები და
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი. საუბარი შეეხო ორ
ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და
რეგიონში არსებულ ვითარებას.

აშშ-ის დელეგაციის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში
არსებულ საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა
და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს
დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს
შესახებ. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ძალაზე, ე.წ.
ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, უკანონო დაკავებებსა და სხვა საკითხებზე,
რაც რიგ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2018 15:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics