19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის
თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული
სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში
გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ
ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს
ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს”
ლიდერის ერთგულების ფიცის – ,,ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური
წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და
ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში
გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის
სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება