დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე : ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება
შემდეგი სტატიავიმედოვნებ, რომ ქართველი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც საქმიანობის წარმოებისას კორონავირუსით დაავადდნენ