სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში არ პასუხებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს – DRI

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, მაშინ როდესაც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით, ანგარიშის წარდგენის ჩანაწერი რეგლამენტში შემდეგი ჩანაწერით შეიცვალა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს“. სუს-ის უფროსის მოადგილის მიერ ანგარიშის წარდგენა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას.

2022 წლის საქმიანობის ანგარიში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2021 წელის ანგარიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაზარდა და გარკვეულწილად, შეცვალა.

ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. გამოწვევადაა მითითებული „უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ კონტექსტში ნახსენები არაა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ანგარიშის არც ერთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავის გარდა, არაა ნახსენები რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ანგარიშის დიდი ნაწილი კვლავ გაჯერებულია ზოგადი შინაარსის ფრაზებით, სათანადო კონკრეტიკის გარეშე.

მიუხედავად ღიად პრორუსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკიდურესად გააქტიურებისა და მათი მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენის მცდელობისა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ამ საკითხსაც ყურადღების მიღმა ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – აქამდე ვიცოდით, რომ სტატუსის საკითხი ბრიუსელში წყდებოდა, სამადაშვილმა თქვა, კიევშიო, ახლა მურმანის ეკალივით აღმოჩნდა მურმან დუმბაძე და თქვა, ბათუმში წყდებაო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ მიაბრძანეს, ესეც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს