15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული “ცხელი ხაზი”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე – ამ შეკრების მიზანია, მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ