სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქამდეც მოქმედებდა, რომ სხვადასხვა სცენარი არიდებული ყოფილიყო, იყო კონკრეტული ღონისძიებები გატარებული წარსულშიც, რომ დესტრუქციული, რადიკალური და ძალადობრივი გეგმები ჩაშლილიყო – პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქამდეც მოქმედებდა, რომ სხვადასხვა სცენარი არიდებული ყოფილიყო, იყო კონკრეტული ღონისძიებები გატარებული წარსულშიც, რომ დესტრუქციული, რადიკალური და ძალადობრივი გეგმები ჩაშლილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწია გამოძიების საჯაროდ გამოტანა, ეს ნიშანია, რამდენად სერიოზულ ფაქტია მომხდარი.

„ყველაფერი კრავს ძალიან კარგად იმ სურათს, რომელიც საჯაროდაც ჩანს, რომ არის მცდელობა, მოაწყონ გარკვეული არეულობა, ის, რაც შარშან ივნისში სცადეს „ენჯეოებმა“, რომ მოეხდინათ აქ ფაქტობრივი ხელისუფლების შეცვლა არაფორმალური მმართველობით, როდესაც ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები მთავრობის დაკომპლექტებაში, რაც არის პირდაპირ ანტიკონსტიტუციური ქცევა. როგორც ჩანს, ახლა მეორე სერია არის დაგეგმილი ასეთი დესტრუქციისა. ჩვენ რეაქციებიდან ვატყობთ, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით, ვის ჰქონდა რეაქცია, პირდაპირ ხდება ადამიანების წარმოჩენა, ვის ჰქონდა ჩანაფიქრში გარკვეული რადიკალური გეგმები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ჰეზბოლა“- თუ აშშ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჩაერევა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები ჩვენი სამიზნე გახდება – პალესტინა უკრაინა არ არის
შემდეგი სტატიაარ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ – სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში – ისრაელში საქართველოს ელჩი