“სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება და მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს.

“მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია”,- განმარტავს ნინო გიორგობიანი.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კემერონი ფრანსუა ოლანდს ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებას დაპირდა
შემდეგი სტატიარუსულ თვითმფრინავზე სირიაში – საინტერესო ფოტო გამოჩნდა აქაუნტზე