სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა – დაკავებულია 4 საწარმოს ხელმძღვანელი

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ. მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე.

საქმეზე დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის პირველი ნაწილით” – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერმა გადაწყვიტა დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა გასცა – ენმ
შემდეგი სტატიადაკავებულია ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი