19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.

წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია გათვალისწინებული.

დოკუმენტის თანახმად, სიახლეები ეხება როგორც მომსახურების ვადების გამოთვლას, ისე წლების წინ დაშვებული ტექნიკური და პროცედურული ხარვეზების მარტივად მოგვარებას.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ცვლილებების შედეგად, სახელის ან გვარის შეცვლის, გვარის დადგენის/აღიარების გადაწყვეტილების მიღებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ვადა, კალენდარულის ნაცვლად,სამუშაო დღეებით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება მოხსნის ბიუროკრატიულ შეფერხებებს,თუმცა მომსახურების რეალური ვადა პრაქტიკულად არ შეიცვლება.

“აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტების მიმართულებით სსიპ სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული განცხადებების განხილვის ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ვადები – სამუშაო დღეებით.

აქედან გამომდინარე, სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანისა და პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადებების ერთდროულადჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემისა და სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანის თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს, რის გამოც სააგენტოს უწევს პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საქმისწარმოების ვადის გაგრძელება.

მომსახურების კალენდარული დღეებით გამოთვლა პრობლემურია ზედიზედრამდენიმე უქმე/დასვენების დღის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, როცამომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღე დასვენებისა და უქმედღეებს ემთხვევა, რაც მწიშვნელოვნად ართულებს სააგენტოს სამუშაო პროცესს.

ცვლილებების შედეგად, როგორც პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარისდადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ისეშესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ვადად, ნაცვლად კალენდარული დღისა, განისაზღვრება სამუშაო დღე ისე, რომ მომსახურების ვადა, პრაქტიკულად, არ შეიცვლება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, კანონშემოქმედებითი გეგმის მიხედვით, გამარტივდება 2006 წლამდე არსებული ხარვეზიანი ჩანაწერების მოწესრიგების პროცესი, რისთვისაც ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებს სასამართლოსთვის მიმართვა უწევდათ.

“პრაქტიკაში სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის ძველი სამოქალაქო აქტებისჩანაწერებში არსებული ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები: კერძოდ,ქორწინების აქტის ჩანაწერებში მექორწინეთა ხელმოწერების არარსებობა დაინტერესებულ პირებს აიძულებს სასამართლოს გზით დაადგინონ ქორწინების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია მოწმობა დადამდგარია სამართლებრივი შედეგები;

არის აქტები, სადაც მამის მონაცემებისგანსაზღვრის საფუძვლად მითითებული მამობის დადგენის ან ქორწინების აქტებიარ იძებნება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩანაწერის სისწორეს, ხოლო სათანადო წესით დაუმოწმებელი ცვლილებები (უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ან ბეჭდის გარეშე) აიძულებს როგორც ცოცხალ პირებს, ისე გარდაცვლილის მემკვიდრეებს, გაიარონ რთული ბიუროკრატიული პროცედურები, იმ პირობებშიც კი, როდესაცპირი სიცოცხლეში ფლობდა შესწორებული მონაცემებით გაცემულ ოფიციალურ პირადობის დოკუმენტებს;

გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში დამატებით დაზუსტებასა და სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დაბადების აქტის ჩანაწერები, სადაც უგვარო მშობლების ბავშვის გვარად მითითებულია პირდაპირი38 აღმავალი ნათესავის სახელიდან ნაწარმოები გვარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით რეგულაციები ემატება კანონის გარდამავალ დებულებებს, რომლებიცადგენს გარკვეულ გამონაკლისებს და რეგულაციებს 2006 წლამდე პერიოდშისააგენტოს შექმნამდე”, – ნათქვამია სამთავრობო დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ უიტკოფსა და კუშნერს არ შეუძლიათ თვითმფრინავით ჩამოსვლა
შემდეგი სტატიარომის პაპი: უკრაინელი ხალხი წლებია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს