“სახელმწიფო სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავიდა”

“ეს განჩინება არის უპრეცედენტო საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში თავისი ცინიზმით. სახელმწიფო სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავიდა,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ კურიერის საგანგებო ეთერში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.

“მათ ხელთ ჩაიგდეს სარედაქციო პოლიტიკა. განჩინება რომელსაც გავეცანი არის უპრეცედენტო საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში. განჩინება არამარტო სამართლებრივად დაუსაბუთებელია არის ცინიზმით აღსავსე. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური ეს გადაწყვეტილება კი მანამ დაიწერა სანამ ხალვაში სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. სახელმწიფო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან, ეს უკვე ძალიან ცხადია. ცინიკურია როცა ამბობენ, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის,”- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაში“ფასი იმისა რაც ხდება დღეს “რ2-ში” იქნება უკიდურესად მაღალი”
შემდეგი სტატიათელასი აუწყებს აბონენტებს ღამის პირველ საათზე , რომ გეგმიური სამუშაოების გამო შეუწყდებათ ელექტროენერგია