სახელმწიფო რწმუნებულმა აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ, მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს.

აზა ადამია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სულებს,მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შენგელია: მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები 9 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ავიდნენ