სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ დაგარგულია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“მოხდა ჩემი გათავისუფლება, ისე რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება”, – ამბობს გრიგოლ დაგარგულია.

ის ვარაუდობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია იყალთოში – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია შექმნა