სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტბში არსებულ ვითარებას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონა ვირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.

სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებული დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები. მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე.

შეხვედრას პარლამენტის წევრები, პოლიციის რაიონული განყოფილებების უფროსები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის საკარანტინო ზონაში არსებულ მდგომარეობას გუბერნატორი გაეცნო
შემდეგი სტატიაფოთის ჰოსპიტლის ბოქსირებულ პალატაში დღეს მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა