საია: სახელმწიფო მზად არაა, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, რაჭაში განვითარებულმა ღვარცოფულმა მოვლენამ , 2023 წლის სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2023 წლის 8 სექტემბერს კი გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზად არაა, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები. ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემები და სათანადოდ არ სრულდება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. კლიმატის ცვლილების პირობებში კი, როდესაც სულ უფრო და უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება ბუნებრივი კატასტროფები, საჭიროა, სახელმწიფომ დროულად შეასრულოს თავისი პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაია: შენარჩნულებულია მავნე პრაქტიკა, რის გამოც პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მისაღებად სასამართლოში დავა უწევთ
შემდეგი სტატიაომბუდსმენი – პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა