სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ვარ საოკუპაციო ხაზთან, რათა შევახსენო რუსეთს, მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები

“ათი წლის წინ აქ იყო ომი და დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში.

ადგილზე არსებული ვითარება მას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააცნეს.

“არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ძალიან გვაღელვებს იმ ადამიანების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების აღიარება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებში. შტატები არის ერთგული საქართველოსი და მისი უსაფრთხოების. ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი და იყოს წარმატებული დემორკატიული ქვეყანა”, – განაცხადა უეს მიტჩელმა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს – სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაბორჯომში ტყის ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო