სახელმწიფო მდივნის პოსტზე საუბარი იყო, თუმცა წინასწარ ვერ განგიმარტავთ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო მდივნის პოსტთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული პოსტის შემოღებაზე საუბარი იყო თუმცა, კონკრეტულად ვერ განმარტავს.

” პრემიერ მინისტრი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდთან მუშაობს მოქნილი მთავრობის კონცეფციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ეფექტური და მოქნილი, რაც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესს, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ეფექტურად. სახელმწიფო მდივნის პოსტზე საუბარი იყო, წინასწარ ვერ განგიმარტავთ, საუბარი არის ამაზე, რომ შემოღებული იქნეს ეს პოზიცია. თუმცა კონკრეტულად რა შინაარსით ჩამოყალიბდება ამასთან დაკავშირებით დღესაც გვექნება მსჯელობა” – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მესამე დღე “სვეტის” ოფისთან – დაზარალებულები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე : არ ვიცი ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში