აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რუბიოს თქმით, USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
“ის უნდა ასრულებდეს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დირექტივებს, რასაც არ აკეთებენ” – ამბობს რუბიო.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ USAID-ის ყველა პროგრამა არ შეჩერდება.
“ეს არ გულისხმობს USAID-ის პროგრამების დასრულებას. არის რაღაცები, რასაც USAID აკეთებს და კარგია, არის ასევე ისეთები, რომელთა მიმართ ჩვენ სერიოზული კითხვები გვაქვს” – თქვა რუბიომ.