სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – რეზო კიკნაძე და მაია მშვილდაძე, რომელსაც პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს:

“საბჭოს მინდა დაველაპარაკო, მაქვს ჩემი შენიშვნები პროცედურების მიმართ და ეს მინდა გავუზიაროთ მათ. მოქმედ რექტორს რომ არ უნდა შევეჭიდო, ეს ძალიან კარგად ვიცი“ – აღნიშნა მაია მშვილდაძემ.

ფარული კენჭისყრა წინასაარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ გაიმართება:

”რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავის საარჩევნო კონცეფციას, თავის საარჩევნო გეგმა უკვე დაწერილი აქვთ და აკადემიური საბჭო გაეცნობა ამას, იმსჯელებენ და გააკეთებენ თავის არჩევანს. ჩემი მოლოდინია, რომ მე კვლავ ამირჩევენ. არ გამიკვირდება ასე რომ მოხდეს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს,“ – განაცხადა რექტორობის კანდიდატმა რეზო კიკნაძემ

banner
წინა სტატიაშიხელახალი კენჭისყრა ზუგდიდსა და მარნეულში – ცესკო ბოლო განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიაპროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების ექსპორტს განახორციელებს