“სახელმწიფო ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობიდან იყოს დახსნილი”

აფხაზეთში, დრანდის ციხეში დაკავებული გიორგი ლუკავას საქმესთან დაკავშირებით, დღეს შერიგების სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს ლუკავას გათავისუფლებას:

“ლუკავას გათავისუფლების საკითხი არის ძალიან პრიორიტეტული და აქტუალური საქართველოს ხელისუფლებისათვის, ყველა შესაბამისი მექანიზმი და ბერკეტი ჩართული გახლავთ. ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება ის, რასაც მისი ოჯახი ავრცელებდა ცემასთან დაკავშირებით. მისი მეუღლე, რომელიც მართავს შიმშილობის აქციას, რამდენადაც მის ემოციას ვგულშემატკივრობთ, იმდენად გვინდა, რომ ის გაუფრთხილდეს მის ჯანმრთელობას და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სახელმწიფო ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობიდან იყოს დახსნილი,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ უკვე მეორე დღეა კანცელარიის ფოიეში შიმშილობს გიორგი ლუკავას მეუღლე და ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს საოკუპაციო რეჟიმისგან მისი მეუღლის გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში„ბიბლუსი“ რამდენიმე თანამშრომლის ბრალდებას სპეციალური განცხადებით პასუხობს
შემდეგი სტატია“მათ უნდა მიმართონ სასამართლოს” – სერგეენკო „ბიბლუსის“ სკანდალზე