“სახელმწიფო ყაზბეგში ძალადობით და კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას” – აბესაძე

ევროპული საქართველოს ყაზბეგის მერობის კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბესაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.
,,ყაზბეგში მცხოვრებ ასობით ოჯახს აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც საჯარო რეესტრი რეგისტრაციაში არ ატარებს. მესაკუთრეებს არ აღიარებს მხოლოდ იმიტომ, რომ საავტმობილო გზების დეპარტამენტმა მიწერა წერილი საჯარო რეესტრის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიეჩნია მესაკუთრეებისთვის საკუთრების რეგისტრაცია იმ გზების მიმდებარედ, სადაც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის გაცემას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში. ეს ოჯახები არ არიან წინააღმდეგი არანაირი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, თუმცა მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბანმისად, ამ ადამიანებს ეკუთვნით კომპენსაცია. სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები კომპენსაციის და საკუთრების გარეშე დატოვონ, რომელსაც ისინი წლებია ფლობენ. ეს არის დანაშაული საჯარო რეესტრის, იუსტიციის სამინისტროსი და დანაშაულებრივი დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ,’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიზეწოლა-მუქარა, დაშინება, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი, დეზინფორმაციული კამპანია … – ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში
შემდეგი სტატიასუს-ის სავარაუდო გავლენა – ასპინძის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო