“სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება” – გოცირიძე პარლამენტის თბილისში გადმოტანასა და პრეზიდენტის სასახლის ათენელზე განთავსებაზე

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას და პრეზიდენტის სასახლის ათონელის რეზიდენციაში გამწესებას ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, კრიტიკულად აფასებს.

დეპუტატმა პარლამენტის პირველ სასესიო სხდომაზე მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის სასახლემ ფუნქცია შეიცვალოს.

რომან გოცირიძე აღნიშნულ ცვლილებებში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესს ხედავს.

„გრძელდება ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესი. ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და ქუთაისის შენობის პოლიციისთვის გადაცემა, თუ რაღაც მომსახურების ცენტრისთვის გადაცემა, არის პირდაპირი დაცინვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ამ დაცინვის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით. აქედან ირიბაად ჩანს, რომ საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად და კატეგორიულად აკრძალულია იქ რომელიმე სახელმწიფო პირის შესვლა. ფაქტობრივად, დაწყევლილი შენობაა ივანიშვილის მიერ. კეთილი ინებოს და დღეს რომ გამოცხადდება აქ პრემიერ-მინისტრი, გადაბრძანდეს იმ შენობაში. ის არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის განკუთვნილი რეზიდენცია და ნუ ეშინიათ ივანიშვილის და ნურც თქვენ გეშინიათ, პარლამენტმა გამოიჩინეთ ნება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეიდან ოფიციალურად კანონშემოქმედების ერთადერთი ადგილი ქვეყანაში სწორედ თბილისია, პარლამენტის ერთადერთი მისამართი კი რუსთაველის გამზირი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 6 წლის განმავლობაში, საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციას ქუთაისი ითავსებდა.

პრეზიდენტის რეზიდენცია კი ათონელის ქუჩაზე იქნება. ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული ხელოვნების მუზეუმი განთავსდეს და სასახლეში, სავარაუდოდ, უმასპინძლებენ მაღლი რანგის უცხოელ სტუმრებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – საზოგადოებას სხვანაირი პარლამენტი სჭირდება
შემდეგი სტატია“ჩვენ მივიღეთ ძლიერი პარლამენტი” – ირაკლი კობახიძის ანგარიში