სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გლდანისა და რუსთავის ციხის თანამშრომლებს კითხავენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვების სერია გრძელდება – მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამაინური მოპყრობის საქმეზე, ამ წუთებში, ინსპექტორის წარმომდგენლის შეკითხვებს გლდანის ციხის თანამშრომელი პასუხობს.

უწყებაში ელოდებიან ექიმ ზურაბ ფაღავასაც, რომელმაც სახელმწიფო კონსილიუმი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

რუსთავის ციხის კონტროლიორის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და მისი გადაყვანის შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია როგორ პირობებში იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტი.

“შეცდომით ვარ დაბარებული, ვმუშაობ ზონაზე მე, შეცდომით დამიბარეს. რუსთავში ვმუშაობ ზონაზე, განსხვავდება, ციხე არის სხვაგან, ზონა არის სხვაგან. [შეხება გქონდათ?] არაფერი არანაირი, ზონა და ციხე არის სხვაგან. არ ვიცი [რატომ დამიბარეს] მაგის გასარკვევად მოვედი”, – თქვა რუსთავის ციხის თანამშრომელმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – მადლობა სახალხო დამცველს, ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას
შემდეგი სტატიაპენიტენციურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა