სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების რეალური მიზეზი სააკაშვილის საქმეზე გამოძიების შეჩერებაა – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ოცნებას” რეალურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იმიტომ, სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება ისეთ პირს გადასცენ, ვინც სიმართლეს არასდროს დაადგენს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

მისივე განცხადებით, ეს არის ასევე გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ამ დროისთვის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება.

“როგორც მან თავად აღნიშნა, ეს არის ანგარიშსწორება, პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ამ სამსახურმა და პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ ის არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და მონურ მორჩილებას არჩია პროფესიონალური სამართლიანობა, პროფესიონალური კეთილსინდისიერება და პროფესიონალური დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ მან გაბედა ეთქვა სიმართლე”, – თქვა ბოკუჩავამ.

ოპოზიცია ითხოვს, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მასში ჩაერთოს თავად ინსპექტორის სამსახური და ყველა ტიპის რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდგ, რაც მოქმედ ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ამოეწურება ვადა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ადვოკატი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე – საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე