სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურას პასუხობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურის განცხადებას პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ ლონდა თოლორაიას უწყებამ არ შეასრულა მითითებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაევალა.

სწორედ ამ მიზეზით თქვა პროკურატურამ უარი მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაზე.

საპირისპიროზე საუბრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. “მთავარ არხს” უწყებიდან აცნობეს, რომ მათი მხრიდან პროკურატურის მითითებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.​​ გამოთხოვილია და დათვალიერებულია ყველა ვიდეოჩანაწერი და დანიშნულია ექსპერტიზები, მათ შორის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელში ჩართვაც თოლორაიას უწყებამ ადვოკატებსაც შესთავაზა.

“პროკურატურას აქვს მითითებები მიცემული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა შეთავაზება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექსპერტიზაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია მათთვის არაორაზროვნად არის ცნობილი – ჩვენ ვემხრობით სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომპლექსურად, კომისიური სახით ჩატარებას. თუ ექსპერტიზა ჩატარდება ამ სახით, სტამბულის პროტოკოლის შესაბამისად, მზად ვართ, მათ შორის ჩვენი კანდიდატურები ექსპერტების წარვუდგინოთ საგამოძიებო ორგანოს”, – თქვა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია: საკუთარ სამშობლოში მოლოდინით დაღდასმული დევნილობა…
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ “ომიკრონი” სიკვდილიანობას არ იწვევს