სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვან ბენეფიციართა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნები სრულად იდენტიფიცირებადი არიან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვან ბენეფიციართა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.

ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციართა კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე
შემდეგი სტატიაინდოეთმა 300 მილიონი დოზა არასერთიფიცირებული ვაქცინა შეუკევთა