სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი, დაკავებიდან 2 დღეში გარდაიცვალა

რუსი მეცნიერი, რომელიც გასულ კვირას, ციმბირში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს და მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, მოსკოვში გადაიყვანეს, დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

“ის გუშინ გარდაიცვალა. ხვალ მის დაკავებაზე საჩივარს შევიტანთ”, – თქვა დმიტრი კოლკერის ადვოკატმა.

დმიტრი კოლკერის ოჯახი ამბობს, რომ კოლკერს პანკრეასის კიბო ჰქონდა და მოსკოვში გადაყვანამდე, ციმბირის კლინიკაში მილის მეშვეობით იკვებებოდა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი – ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა
შემდეგი სტატიაშოლცი – მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა