“სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობა” – ვოლსკი გაბუნიას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს, ოფიციალური წერილობითი განცხადებების შემდეგ, “ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნა. განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

გია ვოლსკი, გიორგი გაბუნიას განცხადებას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინებს, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

ვოლსკი ამბობს, რომ ჟურნალისტის რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი მონოლოგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ის, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია “რუსთავი 2”-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუის და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას. მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით. მაგრამ წინაპრების საფლავის გინება პირდაპირ ეთერში სცდება არა მარტო ქართველ და ზოგადად, კავკასიურ, არამედ მთლიანად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკისვე თქმით, გაბუნიას მონოლოგი მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას და სანქციების დაწესების პროვოცირებას.

„უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც “რუსთავი 2”-ის ეთერში იხილა ქართველმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავებს მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა საყოველთაო დესტაბილიზაციას, სახელწმიფოთაშორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას, ეს განცხადება პირდაპირ და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს
შემდეგი სტატია„დიახ, აქაც ფოფხაძეა! ივანიშვილო, რა ჰქენი ეს, როგორ ააწუმპე ეს ქვეყანა!“- ჩარკვიანი