19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის­ მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში, კარტოზიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა