25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ შესაძლოა პუტინმა მასშტაბური მობილიზაცია გამოაცხადოს

სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ შესაძლოა პუტინმა მასშტაბური მობილიზაცია გამოაცხადოს.

ამის შესახებ სტატიას Atlantic Council ავრცელებს და საკუთარ ანალიტიკოსზე დაყრდნობით წერს:

“რუსეთის არმია ფრონტზე წინსვლას ძლივს ახერხებს, განიცდის დიდ დანაკარგებს და პრობლემები აქვს ახალი კონტრაქტორების აყვანასთან დაკავშირებით. სწორედ ამან შეიძლება აიძულოს კრემლი დაუბრუნდეს მასობრივი მობილიზაციის იდეას”

„პუტინმა იცის, რომ უკმაყოფილო წვევამდელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ მოვლენებში, რამაც 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაცემა გამოიწვია, ხოლო ავღანეთში განცდილმა დანაკარგებმა ხელი შეუწყო სსრკ-ს დაშლას“,-აღნიშნავს ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანდრეი სიბიგა: ნიდერლანდები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის ყველა ფაზას უმასპინძლებს