აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის იქნება პირველი ნაბიჯი იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად არის მოსკოვი განწყობილი უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ.
„ეს არის პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გამართული პირველი საუბრის გაგრძელება, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგას.
„ვფიქრობ, ხალხმა ეს არ უნდა აღიქვას, როგორც დეტალებზე ან რამე სახის მოლაპარაკების წინსვლაზე საუბარი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.
მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში 18 თებერვალს დაიწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციაში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.