სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ–ს კონგრესს მიაწოდა 2 ანგარიში, რომელიც ეხება რუსეთის მცდელობას გავლენა მოახდინოს ევრაზიის ქვეყნებში ჩატარებული არჩენების შედეგებზე.
პირველ ანგარიშში საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ და კონტროლირებად მასმედიის საშუალებებზე. აგრეთვე იმ გამოცემებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერირორიაზე მოქმედ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული.
მეორე ანგარიში ეხება კონკრეტულ პირებს და ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების მეშვეობით ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის საარჩევნო კამპანიაზე და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობას.
გამოქვეყნდება თუ არა ეს ანგარიშები, ჯერ–ჯერობით უცნობია