სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი საქართველოში ჩამოვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი, შოლეტ დერეკი საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ენტონი ბლინკენის მრჩეველი საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა. ის მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში რუსეთის ომი და ევროატლანტიკური მომავლისკენ საქართველოს მისწრაფება იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის მფლობელი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით – “ამერიკის ხმა”
შემდეგი სტატია„თაიმერის“ განცხადება ნიკა გვარამიას დაკავებაზე