“სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და შემდგომ საელჩოს განცხადებაც იყო ერთნაირი“ – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

როს იულსონის განცხადებით, დარღვევებზე, რომელზეც აშშ საუბრობს ეუთოსა და სხვა ევროპელი დამკვირვებლების ანგარიშებშიც მოხვდა.

“სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და შემდგომ საელჩოს განცხადებაც იყო ერთნაირი. ჩვენ აღვნიშნეთ იმ დარღვევების შესახებ, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში. ამაზე ისაუბრა ეუთოს მისიამ დ სხვადასხვა დამკვირვებლებმაც.

ეს ანგარიშები, რაც წარადგინეს შეიცავს რეკომენდაციებს და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების განხორციელება. ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე და მოგვარებაზე,”-აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმს დაესწრო