სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია ყველაფერი, ის რისთვისაც ოპოზიცია ვიბრძვით და ყველაფერი რასაც წლებია ვამბობთ – ანზორ ბიწაძე

ანზორ ბიწაძე : ,, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია ყველაფერი, ის რისთვისაც ოპოზიცია ვიბრძვით და ყველაფერი რასაც წლებია ვამბობთ “

,,ნებისმიერ ადამიანს , ვისაც ეჭვი შეაქვს ოპოზიციის სიმართლეში, როდესაც ჩვენ ვამბობთ თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, კითხვები გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ წესით არ უნდა დარჩეს”. -აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

მისი განცხადებით, ცრუ და ყალბი დაპირებები, ევროკავშირისა და ზოგადად ცივილეზებულ სამყაროს სრულფასოვან წევრობაზე, უკვე არასაერიოზულიც კი არის ,,ქართული ოცნების” მხრიდან.

,, არაერთხელ გვითქვამს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

,,ქართული ოცნება” იქცა აღმართულ ბარიკადად ყველაფერი იმის წინააღმედგ, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველო 30 წელია იბრძვის.

ამ ბარიკადის გვერდზე გაწევის და წინსვლის გაგრძელების დრო დიდი ხანია მოვიდა და ჯერი ჩვენ საზოგადოებაზე და ჩვენს აქტიურობაზეა.”- ნათქვამია ,,ერთანი საქართველოს” ერთერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: მმართველი გუნდის დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას
შემდეგი სტატიატურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB-ის ხელმძღვანელებს უმასპინძლებს