სახელმწიფო დეპარტამენტი – ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას

მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა განცხადება.

მათივე განცხადებით, შეთანხმებამ, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, მოითხოვა მძიმე კომპრომისი ყველა მხარისგან.

„უპირველეს ყოვლისა, ამან მოითხოვა პოლიტიკური გამბედაობა და ვალდებულება საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძიერების კუთხით რთული სამუშაო. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი. ამის შესრულებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენლემა შეძლოს მუშაობის დაწყება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ დავრწუმინდეთ, ეს შეთნხმება მიღწეული იქნება და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს თავის გზაზე ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ ინტერგაციაში“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგომური: ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი? ეგეთი უმნიშვნელოა? მჭირდება პასუხი
შემდეგი სტატიაგიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს